როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, უკრაინის სახელმწიფო ახლა ისე ძლიერია, როგორც არასდროს.
„გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება. ჩვენ ამ დღეს ვაქცევთ ერთიანობის დღედ. შესაბამისი განკარგულება უკვე ხელმოწერილია. ამ დღეს ჩვენ გამოვიტანთ ეროვნულ დროშებს, შევიბამთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ ჩვენს ერთიანობას.
ჩვენ ერთი დიდი ევროპული მისწრაფება გვაქვს, გვინდა თავისუფლება და მზად ვართ ვიბრძოლოთ ამისთვის. ზეციდან გვიყურებს 14 ათასი დამცველი და მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ და ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა მათ, ვინც უკრაინა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში დატოვეს.
„თქვენი ძალა არა ფულსა და თვითმფრინავებშია, არამედ სამოქალაქო პოზიციაში, რომლის ჩვენებაც შეგიძლიათ. დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში და თქვენს ხალხთან, რომლის წყალობითაც მიიღეთ ქარხნები და ქონება. დღეს ყველა აბარებს ტესტს უკრაინის მოქალაქეობაზე. ღირსეულად გაიარეთ ის. დაე, ყველამ გაიგოს, ვისთვის არის უკრაინა მართლაც სამშობლო და ვისთვის არის მხოლოდ ფულის პლატფორმა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რამდენიმე დასავლურმა მედიასაშუალებამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 16 თებერვალს რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელოს.
ამ თემაზე:
აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდე შეიჭრას